ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ლიდერი კვლავ ვერ გამოიკვეთა

ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ლიდერი კვლავ ვერ გამოიკვეთა

ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ლიდერი კვლავ ვერ გამოიკვეთა. როგორც „ბიბისი“ წერს, დათვლილია ყველა ბულეტენი, თუმცა კანდიდატებს შორის სხვაობა მხოლოდ 4%-ია.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფელბის პარტიის“ ლიდერ ნორბერტ ჰოფერს არჩევნებში მონაწილეთა 51,9%-მა მისცა ხმა, „მწვანეთა პარტიის“ ყოფილ ლიდერს ალექსანდრ ვან დერ ბელენს კი 48,1%-მა.

მეორე ტურის საბოლოო შედეგები ელექტრონული ფოსტით მიცემულ ხმათა დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის პროცედურაში 750 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრიის მთავარი, სოციალ-დემოკრატიული და სახალხო პარტიების კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიდნენ.

ნორბერტ ჰოფერის გამარჯვების შემთხვვევაში, ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომლის პრეზიდენტს ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პოზიციები აქვს. 

როგორც ცნობილია, ჰოფერი მკაცრი ანტიმიგრაციული და ანტიევროპული პოლიტიკის გატარების მომხრეა.