მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ოლქში ”ნაციონალების” კანდიდატის გამარჯვებაზე - ეს არის შემობრუნება მთელი საქართველოსი

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ოლქში ”ნაციონალების” კანდიდატის გამარჯვებაზე - ეს არის შემობრუნება მთელი საქართველოსი

ეს არის შემობრუნება მთელი საქართველოსი, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვებას. 

მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას წუხელ ”სკაიპით” ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა. 

”გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას. დღეს არის შემობრუნება მთელი საქართველოსი. პირველად 2012 წლის შემდეგ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა სერიოზული გამაჯრვება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაფერი შემობრუნდა და დაუბრუნდა სწორ გზას. ეს არის ხალხის დამსახურება. იგივე რაღაც სცადეს, რაც 2003-ში, როცა ნიღბებიანი ხალხი მოიყვანეს, მაგრამ ხალხს არ შეეშინდა და უფრო ბევრი ხალხი მოვიდა”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა გამარჯვებულ კანდიდატს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ოფიციალური შედეგებით, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ”ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.

ორი საარჩევნო უბანი სოფელ კორცხელში იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი იქ გუშინ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.