საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებში ჩაიარა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სულ შესულია 19 საჩივარი, აქედენ ოლქში 11, ხოლო საუბნო კომისიებში 8 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14,77% გლდანში, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა - 64,9% ზუგდიდში დაფიქსირდა.
სხვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: გარდბანი 32.83%, კასპი ,47.97%, წყალტუბო 55.99% , ოზურგეთი 56.94%, ხობი 50 % .
თამარ ჟვანიას განცხადებით, კორცხელის თემში მომხდარმა ინციდნტმა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად წარიმართება. ”არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე შიგნით მშვიდ ვითარებში ჩაიარა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე კორცხელის თემში მომხდარმა ინციდენტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გრემოს. გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისად დისჯებიან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.