"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.