თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის ”დუბინკებით” შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს

თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის ”დუბინკებით” შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს ”ნაციონალური მოძრაობა იგებს, - ასე ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებას.

”მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის ”დუბინკებით” და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს ”ნაციონალური მოძრაობა” იგებს”, - აცხადებს ნადირაშვილი.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.