კორცხელის საარჩევნო უბანზე ადგილობრივებსა და

კორცხელის საარჩევნო უბანზე ადგილობრივებსა და "ნაციონალების" ერთ-ერთ ლიდერს შორის შელაპარაკება მოხდა

კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკანორ მელიას შორის შელაპარაკება მოხდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიკანორ მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მოსახლეობის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხთან შეხვედრისა და გასაუბრების მორალური უფლება არ აქვს.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.