"ნაციონალურ მოძრაობასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" წყალტუბოში საერთო კოორდინატორი ჰყავს

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" წყალტუბოში საერთო კოორდინატორი ჰყავს.

ადგილობრივების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სხვა საარჩევნო უბნებზეც ფიქსირდება.

 დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.