ეუთო ყაზახეთში ჟურნალისტების მასობრივი დაკავების ფაქტით აღშფოთებულია

ეუთო ყაზახეთში ჟურნალისტების მასობრივი დაკავების ფაქტით აღშფოთებულია

ეუთო ყაზახეთში ჟურნალისტების მასობრივი დაკავების ფაქტით აღშფოთებულია. ”ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა ყაზახეთის ხელისუფლებას მიმართა და ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცავთა ქმედებას გააანალიზებენ და მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ.

მიწის საკუთრების კანონში შეტანილი ცვლილების წინააღმდეგ გამოსული აქციის ათობით მონაწილე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულთა შორის „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო, ასევე „ნოვაია გაზეტას“, „იტარ ტასისა“ და „ინტერფაქსის“ თანამშრომლებიც იყვნენ. სამართალდამცავებმა რეპორტიორების ნაწილი უვე გაათავისუფლეს.

ყაზახეთში მასშტაბური დემონსტრაციები ერთი კვირაა იმართება. მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწებს, მიწის ნაკვეთები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იჯარით არ გასცეს.