„თალიბანმა“ დაადასტურა, რომ დაჯგუფების ლიდერი მულა ახთარ მანსური დაიღუპა

„თალიბანმა“ დაადასტურა, რომ დაჯგუფების ლიდერი მულა ახთარ მანსური დაიღუპა

ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაადასტურა, რომ ამერიკული ავიაციის იერიშის შედეგად დაჯგუფების ლიდერი მულა ახთარ მანსური დაიღუპა. ამის შესახებ დაჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა სააგენტო „Associated Press“-ს განუცხადა.

ამერიკული მხარის ცნობით, მულა ახთარ მანსური ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის რაიონში, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა ავტომობილი, რომელშიც თალიბების ლიდერი და კიდევ ერთი ”ბოევიკი” იმყოფებოდა. მულა ახთარ მანსური თალიბებს დაჯგუფების ყოფილი ლიდერის, მუჰამედ ომარის დაღუპვის შემდეგ მართავდა.