საკრებულოს შუალედურ არჩევნებს 298 დამკვირვებელი აკვირდება

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს 298 დამკვირვებელი აკვირდება

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისა ავრცელებს. 
ამასთან, მათივე ცნობით, შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი აშუქებს. 

„დღეს 07:00 საათიდან ამოშავდა და 24:00 საათამდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51; ასევე, ”ონლაინ ჩატი”. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ”, - აცხადებენ ცესკოში. 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, დღეს ამომრჩეველი 9 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.