საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ მტკვარში სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ მტკვარში სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

”ინტერპრესნიუსს” სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ავტომანქანაში სასულიერო პირის ცხედარიც იყო.

მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მტკვარში 17 მაისს გადავარდა.