მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა იპოვეს, რომელშიც, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა იპოვეს, რომელშიც, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა იპოვეს. ”ინტერპრესნიუსს” სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩაძირულ კონკრეტულ ავტომანქანას მიაგნეს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით უჭირთ იმის დაკონკრეტება, ეკუთვნის თუ არა ის მღვდელ-მონაზონ ბასილს.

მათივე განმარტებით, ავტომანქანის მდინარიდან ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია.