პარტია ”ქართული ოცნება” ამომრჩევლების წინაშე განახლებული საარჩევნო პროგრამით წარსდგება

პარტია ”ქართული ოცნება” ამომრჩევლების წინაშე განახლებული საარჩევნო პროგრამით წარსდგება

პარტია ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ამომრჩევლების წინაშე ახალი საარჩევნო პროგრამით წარსდგება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ახალ საარჩევნო პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

”ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი სწორედ პროგრამაზე, იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც პარტიამ ამომრჩევლებთან უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოებას. პროგრამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს პარტია და განახლებული პოლიტსაბჭო აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ მიმართულების მიხედვით, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს”, - განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატმა ამ კონტექსტში რამდენიმე მიმართულება დაასახელა, მათ შორის, ეკონომიკური საკითხები, სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, განათლება, ჯანდაცვის სფერო და ა.შ.

”ყველა მიმართულება იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელზეც მუშაობა ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა”, - განაცხადა კობახიძემ.