ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია სასამართლოსთან გაიმართება

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია სასამართლოსთან გაიმართება

როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, მორიგი აქცია მას შემდეგ მოეწყობა, რაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილს გამოაცხადებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ როგორც სამართლებრივ ბრძოლას, ასევე საპროტესტო აქციებს. შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართება სასამართლოს წინ, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილს გამოაცხადებს. ჩვენ სწორედ ამის შემდეგ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ გაუგონარი მასშტაბის დანაშაულს. ზუსტად იმ წუთიდან საქართველოს ყველა რეგიონში დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რათა საქართველოს პრეზიდენტს მივმართოთ გაათავისუფლოს ტყვეობიდან უდანაშაულო თანამოქალაქეები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.