გიორგი ვაშაძე:  ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და სამართალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს

გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და სამართალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს

დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და სამართალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ვაშაძემ მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” მიერ გამართულ აქციაზე მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავარი, რის გამოც უნდა გავერთიანდეთ, ეს არის, რომ პოლიტიკური შურისძიებით მოტივირებული საქმეები უნდა დამთავრდეს. როცა ადამიანი პოლიტიკურად არ მოგწონს არ შეიძლება მის წინააღმდეგ სასამართლოს იყენებდე. ქვეყანაში სასამართლოს ნდობა აღარ არსებობს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აქ ვარ, რადგან მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს, სამართალს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი და არ შეიძლება სამართალი გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აქციაზე ”თავისუფალი დემოკრატების” და ”კაბელების საქმეზე” დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდნენ ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წევრი ბაჩუკი ქარდავა, ასევე სხვადახვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.