მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.

”თქვენი თითოეული ხმა და შეძახილები გამხნევებაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის”, - ამ სიტყვებით მიმართა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

ლევან სამუშიამ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის და სასამართლოს ქმედებები 1937 წლის მოვლენებს შეადარა.

მან ასევე საქმის დეტალები გაიხსენა და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი კავშირგაბმულობის სისტემის დანერგვისთვის არიან მსჯავრდებულები.