”თავისუფალი დემოკრატების” საპროტესტო აქციას პარტიის მხარდამჭერები საქართველოს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბშიძემ პროკურატურასთან განაცხადა, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა სოლიდარობის მიზნით მოქალაქეები თბილისში კახეთიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოვიდნენ.
გარდა ამისა, პროკურატურასთან იმყოფებიან ცალკეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პაატა ბურჭულაძის ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი მერაბ მეტრეველი. ასევე აქციაზე მივიდა ”ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და ”ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯომარე ზაზა ხატიაშვილი.
აქცია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მასზე ”თავისუფალი დემოკრატები” მხარდამჭერებსა და უბრალო მოქალაქეებთან ერთად ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას გააპროტესტებენ.