ბაიდენმა ალიევთან ყარაბაღის თემა განიხილა

ბაიდენმა ალიევთან ყარაბაღის თემა განიხილა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. 
როგორც euroline.ge წერს, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აზერბაიჯანისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმატებული ურთიერთობის დინამიკა განიხილეს. 
”ალიევმა და ბაიდენმა ბოლო დროს გამართული შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კერძოდ აღინიშნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ვენაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით უსწრაფეს დარეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი”, - წერს სააგენტო.