პროკურატურასთან დღეს დაგეგმილ აქციას ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უერთდებიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს, აქციაზე დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და სერგო რატიანი, ასევე პარტიის სხვა წევრები გეგმავენ მისვლას.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის კიდევ ერთმა წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, აქციაზე თავად ვერ მიდის, ვინაიდან შუალედურ არჩევნების მომზადებაშია ჩართული, თუმცა ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი პირის დაკავებით, პოლიტპატიმართა სიას კიდევ ხუთი ადამიანი შეემატა.
”თავისუფალი დემოკრატები” 14:00 საათზე, პროკურატურის წინ მშვიდობიან აქციას გამართავენ.