მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. 

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წინდა მოციქულ იაკობის ძმა იყო. იგი იაკობ და პეტრე მოციქულებთან ერთად უფლის ერთ-ერთი ერთგული მოწაფე გახდა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა სწორედ წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. თავად ღვთისმშობელსაც მოციქულის სახით სამყაროზე ზრუნვა ჩააბარა. 

უფლის სიტყვა წმინდა მახარებელმა იერუსალიმში, სამარიაში, ეფესოსა და კუნძულ პატმოსზე იქადაგა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა მოციქულთაგან ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი მშვიდად მიიცვალა. მის მიერ სულიწმინდის მადლით დაიწერა ოთხთაგან ერთ-ერთი სახარება და საიდუმლო გამოცხადებები. მათ შორის ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულზე.