ცხინვალი საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალი საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მცხოვრებლები.

დეფაქტო უწყების ინფორმაციით, მათი დაკავება 19 მაისს ზნაურის რაიონში დასახლებულ პუნქტ აბანო-ნაგუთნის ტერიტორიაზე განხორცილედა. „ამ დროისთვის უშიშროების კომიტეტი მათი საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავს“, - აცხადებენ დეფაქტო უწყებაში.