ნატალი პორტმანი,- ახალი როლი რიდლი სკოტის ფილმში

ნატალი პორტმანი,- ახალი როლი რიდლი სკოტის ფილმში

ნატალი პორტმანი ბავშვის გაჩენის შემდეგ პირველად რიდლი სკოტის ახალ  ფილმში „მრჩეველი“ მთავარი გმირის მეუღლის როლს ითამაშებს. რიდლი სკოტი ცნობილი გახდა ფილმებით „ზეციური სამეფო“, „შავი ქორი“, „კარგი წელი“ და ა.შ. ფილმის სცენარის ავტორია კორმაკ მაკარტნი.

კორმაკ მაკარტნის რომანის მიხედვით გადაიღეს ისეთი ფილმები, როგორებიცაა, „დაუმარცხებელი გული,“ „მოხუცების ადგილი აქ არ არის,“  ძმები კოენების „გზა“

რიდლი სკოტის „მრჩეველი“ კი  მისი პირველი რომანია, რომელსაც სცენარის სახე თავადვე მისცა. ფილმის მთავარი გმირი იურისტია და მის როლს ცნობილი მსახიობი მაიკლ ფასბინდერი შეასრულებს. როგორც ამბობენ, ამ როლზე ბრედ პიტისა და ბრედლი კუპერიც მოისაზრებოდნენ.

ნატალი პორტმანი რიდლი სკოტის ფილმის გარდა, იწყებს მუშაობას ტერენს მალიკის პროექტში „უკანონო“.