ფრუსჩანტე “Red Hot Chili Peppers”-ის რიგებში ორჯერ ირიცხებოდა – 1988-1992 და 1998-2009 წლებში. სამი წლის წინ გაურკვეველი კონფლიქტის გამო ჯგუფი საბოლოოდ დატოვა. მისი ადგილი გიტარისტმა ჯოშ კლინგჰოფერმა დაიკავა.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ “Red Hot Chili Peppers” კლივლენდში მდებარე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის საპატიო წევრად მიიღეს. ჯგუფის ლიდერი ჩად სმიტი ფრუსჩანტეს დაუკავშირდა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ჭირვეულმა გიტარისტმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. მისი მტკიცებით, ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობა უძნელება და ამ ღონისძიებაზე თავს არაკომფორტულად იგრძნობს.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს, “Red Hot Chili Peppers”-ის გარდა დიდების დარბაზის წევრები ჯგუფები “Guns N'Roses”, “Beastie Boys” და “The Small Faces” გახდებიან. ახალი წევრების მიღების საზეიმო ცერემონიალი 14 აპრილს გაიმართება.