ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ამ კონცერტის მთავარი მონაწილე სერ პოლ მაკარტნი იქნება. მის გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ სერ ელტონ ჯონი, სერ კლიფ რიჩარდი, სერ ტომ ჯონსი, შირლი ბესი, ენი ლენოქსი, ედ შირანი, კაილი მინოუგი და ცნობილი ბრიტანული ჯგუფი “Take That”.
ცნობილი გახდა რომ ამ კონცერტში პოპულარულ ბრიტანელ საოპერო მომღერალ ელფი ბოუსა და ჩინელ პიანისტ ლანგ ლანგსაც ვიხილავთ.
საკონცერტო სცენას მარკ ფიშერი გააფორმებს. ეს უკანასკნელი თავის დროზე ჯგუფებს “Pink Floyd”-ს, “The Rolling Stones”-სა და ამერიკელ მომღერალ ტინა ტერნერს ეხმარებოდა.
ამ საზეიმო კონცერტის ხილვა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. ლონდონში მას რამდენიმე ათასი მაყურებელი დაესწრება. განსაკუთრებით საპატიო პიროვნებებს თავად ელისაბედ მეორე, პრინცი ფილიპი და მათი ოჯახის წევრები დაპატიჟებენ.