ცნობილი ტელევარსკვლავი, რუს „პამელა ანდერსონად“ შერაცხული ანფისა ჩეხოვა ქართველების რძალი აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ, ის მოსკოვის ყველაზე სასურველ ქალად, რუსეთის სექსიმბოლოდ აღიარეს. პარალელურად გაირკვა, რომ ანფისა ოთხი თვის ორსულია,-მისი შვილის მამა კი ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილია. როგორც გაირკვა ისინი უკვე რამდენიმე თვეა სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, ჯვრისწერა კი ჯერჯერობით არ ჰქონიათ.
წყვილი ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდება, ისინი პირველად თეატრში შეხვდნენ და ერთ სპექტაკლშიც ითამაშეს. ერთმანეთის საბოლოოდ გასაცნობად დიდი დრო არ დასჭირვებიათ. როგორც ანფისა იხსენებს, თავიდან მას გურამი მექალთანე ეგონა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა რომ ერთადერთი ქალი ვისზეც ისაა შეყვარებული თავად ყოფილა. გურამი ფიქრობდა, რომ ანფისა,-ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი ქალი, მისთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ყველაფერი წყვილისთვის სასიკეთოდ დასრულდა, მათ ხუთ თვეში შვილი ეყოლებათ და როგორც გეგმავენ, ჯვრისწერასა და ქორწილს ერთად გადაიხდიან.