ახალ სეზონზე GUCCI-ს მოდის სახლს ახალი სარეკლამო მუზა ეყოლება.ეს გახლავთ გრეის კელის შვილიშვილი და მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი 25 წლის შარლოტა კასირაგი.
ეს მონაკოს პრინცესას კარიერაში პირველი სამოდელო გამოცდილება არ არის, მან 2011 წელს ფრანგული Vouge-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.
როგორც ცნობილია, გოგონა დაკავებულია საცხენოსნო სპორტით, შესაბამის ტანსაცმელს კი, უკვე რამდენიმე წელია ფრიდა ჯანინისთან იკერავს. დიზაინერის თქმით, შარლოტა მის პირად სიაში საუკეთესო 15, თანამედროვე და მოდურ ადამიანთა შორისაა.