წინა თვეს მომღერალმა ვირუსული დაავადება გადაიტანა. წინა კვირას გამოჯანმრთელდა, მაგრამ ორი დღის წინ აღმოაჩინა რომ სიმღერა აღარ შეეძლო.
“გადატანილი გრიპის შემდეგ ექიმებმა სცენაზე გასვლა ერთი თვის განმავლობაში სასტიკად ამიკრძალეს. ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილე და საკონცერტო მოღვაწეობის განახლება გადავწყვიტე. ცოტა ხნის წინ ხმა ჩამიწყდა. მეგონა რომ გრიპმა თავი შემახსენა და რამდენიმე დღის განმავლობაში დავისვენე. სამწუხაროდ ხმა არ დამიბრუნდა.” – განაცხადა მომღერალმა.
მიმდინარე კვირაში სელინ დიონს ქალაქ ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ამ ღონისძიების ორგანიზატორებს მისი გაუქმება მოუწიათ. ასევე ჩაიშალა დიონის გამოსვლები “Caesars Palace”-ს საკონცერტო დარბაზში. ისიც ლას-ვეგასში მდებარეობს და სელინს ამ დაწესებულებასთან მიმდინარე წლის დასასრულამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
ექიმების მტკიცებით, უახლოესი სამი თვის განმავლობაში მომღერალმა მკურნალობის გაძლიერებული კურსი უნდა გაიაროს და დიდ სცენას მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება.