დალას ვივიენის ახალი სახე

დალას ვივიენის ახალი სახე

2008  წელს  ამერიკელ დალას ვიენის ცხოვრებაში საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა. 25 წლის ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის დეკორაციაზე მუშაობდა ელექტროძაბვის დაზიანების შედეგად ძლიერმა  დენმა დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ბიჭს სახის მთელი კანი და ქალის ნაწილები მოაცალა. გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნული იყო.  ბიჭი  სამი თვის განმავლობაში კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ექიმებმა კი მთელი ამ ხნის განმავლობაში დალას ოცი ოპერაცია გაუკეთეს, რომ მისი სიცოცხლე გადაერჩინათ.

საავადმყოფოში სადაც ის იმყოფებოდა, ჩაუტარეს უამრავი დამატებითი  გამოკვლევები, რის საფუძველზეც ღია ძვლები ცოტათი მაინც დაუფარეს სახის კანით. ამის შემდეგ ვინსი ვინსი გახდა პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელსაც გაუკეთეს სახის მთლიანი ტრანსპლანტაცია.

ოპერაცია 15 საათი გრძელდებოდა და 30 ქირურგი ესწრებოდა. ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ბოგდან პოუმაჰაუკი ხელძღვანელობდა. ბიჭს გადაუნერგეს  ცხვირი, ტუჩები, კანი და  სახის კუნთები. დონორი მიცვალებული იყო, რომლის ოჯახმაც დალას ვინსის დახმარებაზე თანხმობა განაცხადა.

სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, ვინსს ეშინოდა. არ იცოდა როგორ აღიქვამდა მის ახალ სახეს  წლის ქალიშვილი სკარლეტი.  მათი პირველი შეხვედრა ოპერაციის შემდეგ ამერიკის ტელევიზიებმა გააშუქეს. მაყურებლების უმრავლესობა აცრემლებული ადევნებდა თვალს მამა-შვილს, დალასი ბავშვის წინაშე ჩაიმუხლა, პატარამ კი უთხრა: მამმიკო, როგორ ძალიან მენატრებოდი.  გოგონას თქმით მამა, ახლაც ძალაინ ლამაზია.

ოპერაციებისთვის დახარჯული 300 ათასი დოლარი, აშშ-თავდაცვის დეპარტამენტმა დაფარა.