რონი მონტროუზი გარდაიცვალა

რონი მონტროუზი გარდაიცვალა

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ორი დღის წინ, 64 წლის ასაკში ცნობილი როკ-გიტარისტი რონი მონტროუზი გარდაიცვალა.

მუსიკოსს ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნე აწუხებდა. გუშინ დილით ის კალიფორნიის შტატის ქალაქ მილბრანში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

რონი მონტროუზმა მუსიკალური კარიერა წინა საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ჯგუფი “MONTROSE” გახლდათ. 1973 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი “Montrose” გამოუშვა.

რონის შემდეგი მუსიკალური პროექტი ჯგუფი “GAMMA” გახდა, რომელთან ერთადაც მან სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა. წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მონტროუზმა სოლო კარიერა წამოიწყო. 1986 წელს დღის სინათლე მისმა ალბომმა “Territory” იხილა.

რონი მონტროუზი თავის დროზე შემდეგ ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებთან თანამშრომლობდა: Sammy Hagar, Herbie Hancock, Van Morrison, The Beau Brummels, Boz Scaggs, Beaver & Krause, Gary Wright, Tony Williams, The Neville Brothers, Dan Hartman, Edgar Winter და Johnny Winter