ბრიტანეთში ემელი სანდე გალიდერდა

ბრიტანეთში ემელი სანდე გალიდერდა

დღეს გამოცემამ “Official Charts Company” წინა კვირის დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.

შოტლანდიელმა მომღერალმა ემელი სანდემ ბრიტანელ ადელს პირველობა ჩამოართვა და რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან “ნისლიან ალბიონზე” სანდეს სადებიუტო ნამუშევრის “Our Version Of Events”-ის 500 ათასი ცალი გაიყიდა.

ადელის დისკი “21” რომელმაც ადგილობრივი ჰიტ-აღლუმის პირველ პოზიციაზე საერთო ჯამში 58 კვირა გაატარა ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე საფეხზურზე ედ შირანის ბოლო ალბომი “+” განთავსდა.

სინგლების რეიტინგს სათავეში Gotye-ს კომპოზიცია “Somebody That I Used to Know” ჩაუდგა. მეორე ადგილზე Dappy-ს სიმღერა “Rockstar” გავიდა, მესამეზე კი ემელი სანდეს სინგლი “Next to Me”.

საინტერესოა რომ ადელის კომპოზიცია “Rolling in the Deep” ამჯერად მხოლოდ 45-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.