ქვეყნის პირველი მოსამართლე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე "მდიდარია".
მან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით სააკაშვილზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო არ ჰყავს და ადამიანების განაჩენი, რომელსაც მოსამართლეები ახმოვანებენ, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის სამინისტროებში იწერება; მიუხედავად იმისა, რომ გამამართლებელი განაჩენი სასამართლოების მიერ გამოტანილი ვერდიქტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,02%-ს შეადგეს; მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას პატიმრების კატასტროფულად დიდი რაოდენობა - 30 ათასზე მეტი ტუსაღი ჰყავს და ამ მაჩვენებლებით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში; მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო შეშფოთებას შეშფოთებაზე გამოთქვამს და სასამართლოს სისასტიკე უკვე სკოლის მოსწავლეებზე ვრცელდება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "დამსახურებულად" იღებს ქვეყნის ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ ანაზღაურებას....
როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, 2008-2010 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სახელფასო ანაზღაურების სახით 330 211.45 ლარი აიღო (შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სამი წლის ანაზღაურებამ ჯამში 169 715 ლარი შეადგინა).
"პირWელის" მიერ კუბლაშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციების შედარებისას აღმოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 79 944.07 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 122 867.38 ლარი, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე 127 400 ლარი გამოიმუშავა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის გარდა, კუბლაშვილი ლექციებს თბილისის ორ უნივერსიტეტშიც კითხულობდა. კერძოდ, 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, კუბლაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციებისთვის გასამრჯელოს სახით 900 ლარი აიღო. 2011 წელს კი კუბლაშვილი ლექტორად მუშაობდა როგორც თსუ-ში, ისე თავისუფალ უნივერსიტეტშიც და შესაბამისად, 1800 და 1600 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", 2009 წლის ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს ნაღდი ფულის სახით 3 500 ლარი და 3 800 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს მარინე მესხს კი - 4 500 ლარი და 2 000 ევრო. უკვე 2010 წელს კუბლაშვილს 9 000 ლარი და 10 300 აშშ დოლარი აქვს მითითებული, მის მეუღლეს კი - 2 000 ლარი და 18 500 ევრო. 2011 წლის დეკლარაციის შესაბამისი გრაფის მიხედვით კი, კონსტანტინე კუბლაშვილს ხელზე - 5 500 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2009 წელს კუბლაშვილს "ბანკ რესპუბლიკაში" გახსნილ საბარათე ანგარიშზე 2 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი იმავე ბანკის საბარათე ანგარიშზე - 3 800 ლარი. ასევე მარინა მესხს მიმდინარე ანგარიში "თიბისი ბანკშიც" ჰქონდა გახსნილი, რომელზეც მხოლოდ 50 ლარი უფიქსირდება.
უკვე 2010 წლის დეკლარაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს “ბანკ რესპუბლიკაში” არსებულ საბარათე ანგარიშზე მხოლოდ 500 ლარი უფიქსირდება, მის მეუღლეს კი - 4 500 ლარი. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში მარინა მესხს მიმდინარე ანგარიში "ბითიეი ბანკშიც" ჰქონდა, მაგრამ მასზე მხოლოდ 10 ლარი ეჯდა. ასევე მოცემულ პერიოდში კონსტანტინე კუბლაშვილის შვილს ანა-მარიამ კუბლაშვილს დეპოზიტი "თიბისი ბანკში" ჰქონდა გახსნილი და ანგარიშზე ნაშთის სახით 2 700 ლარი ერიცხებოდა (კრედიტი ან დებეტი).
რაც შეეხება 2011 წლის ფინანსურ დეკლარაციას, კუბლაშვილს გასულ წელს "ბანკ რესპუბლიკაში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე წინა წელთან შედარებით საკმაოდ დიდი თანხა - 3 758.63 ლარი უფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მის მეუღლეს "ბანკ რესპუბლიკაში" სამი ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელთაგან ორ მიმდინარე ანგარიშზე ნაშთის სახით 346 ევრო და 80 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ხოლო საბარათე ანგარიშზე - 7672 ლარი. ასევე ანა-მარიამ კუბლაშვილს "თიბისი ბანკში" გახსნილ დეპოზიტზე 7 232 ლარი ჰქონდა.
კუბლაშვილების უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, კუბლაშვილების ქონებაში კონსტანტინე კუბლაშვილის სახელზე გაფორმებული, თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე (მე3 კვარტალი, მე-6ა კორპუსი, ბინა #9) 55 კვ.მ ფართობის ბინა და მარინა მესხის სახელზე არსებული პეკინის #26/23-ში 190 კვ.მ ფართობის ბინა ფიქსირდება.
უკვე 2010 წლის დეკლარაციაში კუბლაშვილების უძრავი ქონება მარინა მესხის სახელზე გაფორმებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1500 კვ.მ ფართობის ნაკვეთით და ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში 160 კვ.მ ტერიტორიით "გამდიდრდა". 2011 წელს კი კუბლაშვილების ურავ ქონებას არც არაფერი შემატებია და არც დაკლებია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა როგორც 2009 და 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, კუბლაშვილის მეუღლე მარინა მესხი 2008, 2009 და 2010 წლების განმავლობაში სსიპ ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, რისთვისაც მესხმა ხელფასის სახით 2008 წელს 38 463.60 ლარი აიღო, 2009 წელს - 46 780.27 ლარი, ხოლო 2010 წელს კი 39 512.41 ლარი გამოიმუშავა. ამასთან, 2010 წელს მარინა მესხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორიც იყო, საიდანაც ანაზღაურების სახით 1 500 ლარი მიიღო. ამასთან, კუბლაშვილის მეუღლეს დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში (საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა) აღნიშნული აქვს, რომ 2008 წელს სამივლინებო თანხის სახით 4 799.95 ლარი მიიღო.
ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, კუბლაშვილის ოჯახის არც ერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
ასვეე არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კუბლაშვილებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ.
ასევე დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფაში ("თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე") 2009 წლის ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, კუბლაშვილის მეუღლემ მარინა მესხმა 2000 აშშ დოლარად ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
2010 წლის დეკლარაციაში კი გასავლის გრაფაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2 300 ლარი აქვს მითითებული, რომელიც ბავშვის ავეჯის შესაძენად დახარჯა. იმავე წელს შემოსვალის სახით, კუბლაშვილს წიგნების რეალიზაციიდან 3 885 ლარი აუღია, მის მეუღლეს მარინა მესხს კი ჰონორარის სახით - 5 892. 92 ლარი.
ცნობისთვის, კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახი მეუღლის - მარინა მესხის და შვილის - ანა-მარიამ კუბლაშვილისგან შედგება.
P.S, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დეკლარაციაზე მუშაობისას დროს "პირWელი" სხვა მოსამართლეების შემოსავლებითაც დაინტერესდა. კონტანტინე კუბლაშვილს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს. აქედან, პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილია, დანარჩენი ორი კი - მიხეილ ჩინჩალაძე და ვასილ როინიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძის დეკლარაციის თანახმად, მან 2009-2010 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ხელფასის სახით 194 153 ლარი აიღო, ხოლო კუბლაშვილის პირველმა მოადგილემ იმავე საანაგრიშო პერიოდში თითქმის 50 000 ლარით ნაკლები - 144 672 ლარი გამოიმუშავა. რა "დამსახურებისთვის" ერგო ჩინჩალაძეს უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე თავმჯდომარის პირველს მოადგილეს, სააგენტოსთვის უცნობია.
ვინაიდან საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რას უხდის სახელმწიფო ქვეყნის ბიუჯეტიდან "სამართლიანობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის" სადარაჯოზე მდგომ მოსამართლეებს, "პირWელი" მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების პერმანენტულად გამოქვეყნებას იწყებს!