თამაზ მეჭიაური არასამთავრობოებზე - ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ

თამაზ მეჭიაური არასამთავრობოებზე - ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ

ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ, - ასე აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებით დაინტერესდნენ. 

როგორც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, აღნიშნული არასამთავრობოები, რომლებშიც მოიაზრებიან კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციები, უცხოური გრანტებით ფინანსდებიან და მათ მიშას არასამთავრობოებს უწოდებს.

"მე ღიად ვთქვი ყველაფერი და პროკურატურა იქნება თუ ნებისმიერი სამართალდამცავი, შეუძლია ეს გამოიყენოს ჩვენებად, თუ სურვილი ექნებათ, დამატებით იგივეს გავიმეორებ, რაც ვთქვი. მე არ მაქვს ისეთი სუსტი ნერვები, ზოგიერთებს რომ აშანტაჟებენ, უცხოური ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები და ენის მოჩლექით რომ ალაპარაკებენ. ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატის დამჭერიც არ ეყოლებათ. თანდათან პლაკატებს აპატარავებენ იმიტომ, რომ დამჭერები აღარ ჰყავთ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.