"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს ტაქტიკას, თუ რას ვაპირებთ მომავალი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნოდარ ებანოიძე აცხადებს.
ებანოიძე პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტია განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
"შაბათს და კვირას "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელეთ, ვისაუბრეთ ტაქტიკაზე, უახლოესი წლის განმავლობაში და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას გაავრცელებს", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.
მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით ის არის კოალიციის და უმარავლესობის წევრი.