ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან უამინდობის გამო 16 რეისი გაუქმდა. კიდევ 24 თვითმფრინავი კი სხვა აეროპორტში გადაამისამართეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ძლიერი ქარის გამო რამდენიმე მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. ასევე რამდენიმე ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. ქარის სიჩქარე ინგლისსა და უელსში საათში 105 კილომეტრი შეადგინა. რამდენიმე საგრაფოს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუჩერდა. დაშავებულისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.