"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიამ 26–27 მარტს, იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე.
"26–27 მარტს, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.