თურქეთში პოლიციაზე თავდასხმისას სამართალდამცველი და სამხედრო დაიღუპა

თურქეთში პოლიციაზე თავდასხმისას სამართალდამცველი და სამხედრო დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია მარდინში პოლიციაზე თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცველი და ერთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა "ქურთების მუშათა პარტიამ" განახორციელა. არიან დაშავებულებიც, ხუთი სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას შემდეგ რაც 2015 წლის ივნისში თურქეთის "ქურთების მუშათა პარტიასთან" შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, დაიღუპა 300-ზე მეტი თურქი სამხედრო და პოლიციელი.