"რესპუბლიკელი" დეპუტატის, თემურ ნერგაძის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტია" დღეს გააკეთებს განცხადებას კოალიციაში მის ყოფნის საკითხთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც თემურ ნერგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის დადასტურება, რომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიციას ტოვებს, ნერგაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ საკითხზე "გადაწყვეტილება მიღებულია, რაზეც პარტია განცხადებას დღეს გააკეთებს".