გიორგი კვირიკაშვილი:  საქართველო სომეხი ეროვნების შვილებით ამაყობს

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სომეხი ეროვნების შვილებით ამაყობს

საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც სომხური ეკლესიის მრევლს აღგდომის დღესასწაული მიულოცა.

პრემიერი, ასევე, ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისში, "სურბ გევორქის" (წმინდა გიორგის) სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

"მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაული არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, სინათლის წყვდიადზე გამარჯვება. მოხარული ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გასაფრთხილებელი და საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით. ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებითი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.