თბილისის საქალაქო სასამართლოში "მაესტროს" წილების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ დააყენა.
ამასთან, ადვოკატმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, "მაესტროს" წილების საქმეზე მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვა.
კიკვიძემ აღნიშნული ახსნა იმით, რომ ამ ადამიანებს "წილების გასხვისებასთან აქვთ კავშირი".
სასამართლოს სარჩელით მამუკა ღლონტმა მიმართა და ის "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის გია გაჩეჩილაძის წილების 10 პროცენტს შეეხება. ღლონტის მტკიცებით, აღნიშნული 10 % "მას არ ეკუთვნის".