თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
დავით ნარმანიამ ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპელი ხალხის გვერდით დგას.
„ეს არის საზარელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა და რომელიც მიმართული იყო თავისუფალი, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. მოვედი აქ იმისათვის, რომ ბელგიელ ხალხს და ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმრო. გავაკეთე ჩანაწერი სამძიმრის წიგნში და ამით გამოვხატე ჩვენი ღრმა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.