ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრები ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრები ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ

გუშინ გამართულ საგანგებო სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ერთობლივ მოქმედებაზე შეთანმხდნენ.

როგორც euronews.ge გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება რამდენიმე პრინციპულ და პრობლემულ საკითხს შეეხება.

მათ შორის მინისტრები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა პერსონალური მონაცემების მიმოცვლის დირექტივის აპრილში მიღება (PNR), მგზავრთა საინფორმაციო ერთეულებს შორის ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაცვლა და ერთობლივი კონტრტერორისტული ზომების მიღება.

ასევე მინისტრები შეთანხმდნენ შენგენის ზონის გარე საზღვრებზე სისტემატური შემოწმების დაწესებაზე, იარაღის ფლობასა და შეძენაზე კონტროლის გამკაცრებაზე, ევროპის კრიმინალური რეესტრის ჩანაწერების მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელებაზე, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაზე, თურქეთან, ჩრდილო აფრიკისა და ბალკანეთის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.