"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს ღია კარის მტვრევად და რესურსების ხარჯვად აფასებს.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, თავისუფალ კენჭისყრაზე აღნიშნულ პროექტს მხარი ოთხმა "რესპუბლიკელმა" დაუჭირა.
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, არანაირი პრობლემა ჩვენ ამასთან არ გაქვს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ამას ოთხმა "რესპუბლიკელმა" მხარი დაუჭირა, დანარჩენებმა - არა. ეს თავისუფალი კენჭისყრა იყო", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი აღნიშნულს ღია კარის მტვრევად და რესურსების, მათ შორის, დროის ხარჯვად აფასებს.
"მაგრამ თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე ასეთი საუბრებით უნდა წარსდგეს, წარვდგეთ და ვუმტკიცოთ, რომ 2-ჯერ 2 ოთხია, რომ 4-ჯერ 2 არის რვა, ოჯახი არის კაცი და ქალი, ბებია არის დედის ან მამის დედა და ა.შ.", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თელავში გაიმართება.