აშშ-ს საელჩო ბულგარეთში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო სოფიაში ავტობუსებით არ ისარგებლონ.
როგორც euronews.ge წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩომ მიიღო ინფორმაცია სოფიას ცენტრში ავტობუსების ხაზებზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, განსაკუთრებით კი სასტუმრო "პლისკას" მიმდებარე ტეროტორიაზე.
"საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან", - წერს euronews.ge.