რა ხასიათზე დააყენეს პრეზიდენტი ”ქართული ოცნების” მაისურიანმა ახალგაზრდებმა რაგბის თამაშის დროს

რა ხასიათზე დააყენეს პრეზიდენტი ”ქართული ოცნების” მაისურიანმა ახალგაზრდებმა რაგბის თამაშის დროს

ვეჭვობ, მალე სტადიონზე სარაგბო ან საფეხბურთო მატჩზე საგულშემატკივროდ მისულ მაყურებელს "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გვარიანად გაგვჩხრეკენ - შეგვიმოწმებენ ჩაცმულობასაც და იმ პლაკატებსაც, რის გამოფენასაც მატჩის მიმდინარეობისას დავაპირებთ...

ჩვენი სანაქებო მორაგბეთა ნაკრების რუსეთის ნაკრებთან ასტრონომიული ანგარიშით მოგების მიუხედავად (მოგეხსენებათ, ჩვენმა ბიჭებმა რუსები ანგარიშით 46:0 დაამარცხეს) როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი მეტად უკმაყოფილო წასულა სტადიონიდან. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ტრიბუნა გადაჭედილი იყო "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით, რომლებსაც სახელმწიფო დროშებთან ერთად ეკავათ პლაკატები წარწერით: "აგვიხდინეთ ოცნება". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრიბუნების სწორედ "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით გადაჭედილი ფლანგი იყო ყველაზე აქტიური... წარმომიდგენია, ამის შემყურე პრეზიდენტს როგორ გაუჭირდებოდა სტადიონზე მთელი 80 წუთის გატარება.