ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. თანაც, ქართული კონტინგენტის ყველაზე დიდი დანაყოფი, 750 ჯარისკაცის ოდენობით, ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო უბანზე, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებს სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციას. ნატოს ISAF-ის სარდლობის ერთსულოვანი შეფასებით, ქართველ სამხედროებს გაბედული და თავდადებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას მსხვერპლიც ახლავს. არასრული სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 15 ჯარისკაცი დაკარგა. ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს არმიას 2010 წლის 30 სექტემბერს ჰქონდა, როდესაც ნაღმზე აფეთქების დროს ჰელმანდის პროვინციაში ერთბაშად ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ღირს აღინიშნოს, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის კანონით დადგენილია სოციალური დახმარება: ქართველ ჯარისკაცებს მხედრული პატივით კრძალავენ, ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მარჩენალდაკარგულ მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს ენიშნებათ პენსია და მათვე გადაეცემათ ბინები სახელმწიფო ხარჯებით აშენებულ ოფიცერთა სახლებში. მაგრამ სახელმწიფო მაინც ვალშია დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ცალკე ბროშურად არის გამოსაცემი საერთაშორისო სამხედრო მისიებში, ერაყსა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების „ხსოვნის წიგნი“ ჯარისკაცების ფოტოებით, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების, მათი დაკრძალვის ადგილმდებარეობის მითითებით. მანამდე კი გადავწყვიტეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი კოლეგების დახმარებით რადიო თავისუფლების საიტზე გაგვეკეთებინა „ხსოვნის გვერდი“. იმედი გვაქვს, რომ თქვენი აქტიური მონაწილეობით შევავსებთ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ბიოგრაფიებს და ერთად უკვდავვყოფთ საქართველოს სახელით უცხო მიწაზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - ივანიაძე ლავროსი - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში. სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. 22 წლის. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. 23 წლის. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. |