"ჩხრეკის ფაქტი ამაზრზენი იყო, თავი ტერორისტი მეგონა. არც ერთ ციხეშიმსგავსი რამ არ ხდება. საწერი კალამიც კი არ შეგვატანინეს. ფეხსაცმელიც გამხადეს და ზედატანიც, ქურთუკი დაიტოვეს. დროდრო მახსენებდნენ, რომ თუ ყველაფერს არ ვიტყოდი, მე ან ჩემს პარტია 100 000 ლარიან ჯარიმას მოგვაკერებდნენ", - აცხადებს კონტროლის პალატის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე დაბარებული რესპუბიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი მაია ღურწკაია 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ. უკვე 4 დღეა კონტროლის პალატა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორტმევას განაგრძობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" ხალხს რეგიონებში მასობრივი მორალური ტერორი მოუწყვეს / ოპოზიცია აცხადებს, რომ კონტროლის პალატას 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაბარებული.
"მოქალაქეების დაბარება ადგილობრივი გამგეობის შენობებში ხდება და 2-3 კითხვას მათ დაახლოებით 5-6 საათის განმავლობასი დაჟინებით უსვამენ. ამ დროისთვის თითქმის ყველა რეგიონში 200-ზე მეტი მოქალაქეა დაბარებული კონტროლის პალატის მიერ. როგოეც ახსნა განმარტებიდან გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, ადგილზე მისვლის შემდეგ მათ აყენებენ შეურაცხყოფას, აფრთხილებენ პოლიტიკურ საქმიანობას შეეშვან, თუ პრობლემები არ სურთ. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი კონტროლის პალატის ქმედებას მოქალაქეების დასინების მცდელობად აფასებს, თუმცა დასძენს რომ მეთოდმა არ გაამართლა და მათი აქტივისტები ხელისუფლების მორიგი დატერორების მცდელობას მომზადებულები შეხვდნენ. საიას-ს ადვოკატები, რომლბიც რეგიონებში მოქალაქეების დაკითხვას ესწრებდნენ, აცხადებენ, რომ დაკითხვაზე მისვლამდე, უსაფრთხოებს ღონისძიებების დროს, შეურაცხმყოფელად ექცევიან. ამსტან, 2-3 შეკიძტვის დასმა 4-5, ზოგჯერ 6 საათს განმავლობაშ გრძელდება, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებს ცდება", - აღნიშავს გამოცემა. "თინა ხიდაშელის მტკიცებით, არც ერთ პირს, რომელიც კონტროლის პალატამ დაიბარა ერთი თეთრიც არ გადაურიცხავს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალებისთვის. დაკითხვასთან დაკავშირებით გუშინვე კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა – "ხდება ინფორმაციის დაზუსტება, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა, ასევე ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი". თინა ხიდაშელი ბეჟაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. რესპუბლიკელებმა გუშინ კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მათი ზუგდიდელი თანამშრომლების შეურაცხყოფაზე გააკეთეს განცხადება. რესპუბლიკელებმა გუშინვე ნათია მოგელაძის სახელზე შესაგებელიც შეიტანეს. როგორც პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაიოზ ქინქლაძემ განაცხადა, რომ ის ნათია მოგელაძეს ახსნა-განმარტებას აქეთ თხოვს იმაზე, თუ რის გამო იბარებენ მისი პარტიის წევრებს", - დასძენს გამოცემა. "არ არსებობს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ასეთ დრპოს უნდა არსებობდეს, სადაც გაირკვეოდა, რატომ არიან დაბარებული. კონტროლის პალატის თავმჯდომარე აკეტებს განცხადებას, რომ თურმე იმიტომ დაიბარეს, რომ პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სურთ. მაშინ გაუგებარის 253-ე მუხლით რატომ იბარებენ ამ ხალხს – ინფორმაციის მირების მიზნიტ ადამიანებს არ იბარებენ სამართალდარღვევის მუხლით. სრულ საპროცესო მოქმედებებს ატარებენ მათთან. იმდენად აბსურდში არიან, რომ დოკუმენტები, რომლებიც ამ ხალხს გაუგზავნეს, არის უნომრო, უთარიღო, განსხვავებულ ბლანკებზე, ერთი და იმავე ადამიანის მოგელაზის მოადგილის სახელტ და გაკვრით აწერენ ხელს, ხელმოწერები განსხვავებულია – ზუგდიდში სხვა თანამშრომელი აწერს ხელს და ჩოხატაურში სხვა - შესაბამისად, ეს დოკუმენტები კატასტროფაა და სისხლის სამართლის საქმეა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი. "მოგელა(ძე)ნდებით – ასეთი კოდური სახელწოდება მოუხდებოდა იმ სპეცოპერაციას, რომელიც ბოლო რამდენიმე დრეა საქართველოს რეგიონებში ტარდება – ფაქტია, რომ კონტროლის პალატა ხელისუფლების ხელში მასობრივი კონტროლის იარაღად იქცა. სამეგრელოს მსგავსად, გაშიშვლების მეთოდს მიმარტეს გურიაშიც. სია-ს ადვოკატ გია ქარცივაძის განცხადებით, დაცვის თანამშრომლებმა დასაკითხად დაბარებულებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოთხოვეს. მისივე თქმით, ჰქონდათ მცდელობა შარვალი მისთვისაც გაეხადათ, თუმცა ის ამაზე არ დათანხმდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნების" ხალხს აშიშვლებენ და ისე ჩხრეკენ / მოგელა(ძე)ნდებით – სპეცოპერაცია საქართველოს რეგიონებში. "რესპუბლიკური პარტიის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა ლილი ებრალიზემ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ, ლანჩხუთის გამგეობის შენობაში კონტროლის პალატის სახელით დაკითხვას მხოლოდ შს სამინისტროს გამომძიებელი კახა საჯაია ატარებდა – "ყოველ 5 წუთში ურეკავდნენ და ეკიტხებოდნენ, როგორ არის საქმეო. ის პაუხობდა, დავიღალე უკვე, რა ვქნა, არ ტყდებაო. მითხრა, რას მალავთ, ყველაფერი ვიცით, ყველა ინფორმაციაა ჩვენამდე მოსული. ისიც ვიცით, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდით, რისთვისაც რომან ბიწაძეს თანხა უკვე გადმორიცხული აქვს და შენ რომ დამალავ მინიმუმ ორწლიანი ციხე არ აგცდებაო", -თაღნიშნა ებრალიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჰყავდათ. დროდადრო საჯაია გადიოდა, დაცვასთან ტოვებდა, მერე შედიოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა…"- - აღნიშნავს გამოცემა. |