ნაცშპანის წელიწადში ერთხელ აყვავებულმა აწ უკვე ყოფილმა გენსეკმა ზურაბ მელიქიშვილმა, ბოლო ყვავილობა ჩვენი მაღალის პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას მოასწრო - ამ შავმა კაცმა ერთი დაიგრუხუნა, გიორგი თარგამაძე ასლანის მონაა და ჩემს მიშას ვერაფერს დააკლებსო და ფინალური აკორდი ლაზიკით აიღო - დიახ, ლაზიკა აშენდება, ლაზიკაში იქნება თავმოყრილი ის ოცნებები, რომელიც ქართველებს გვაქვსო - გენსეკის რანგში ბოლო მუშტი დააბრახუნა მელიქიშვილმა და მაჟორში გათვლილი აკორდი "ლაზიკა" მინორში გამოუვიდა: ზურაბ მელიქიშვილი, როგორც გენსეკი მაშინ გარდაიცვალა, როცა კი მიხეილმა ცინიზმით მიუგო - არ ჯობდა, ლაზიკაზე უფრო მეტი გელაპარაკა, ვიდრე წარსულსა და გიორგი თარგამაძეზეო?" - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ ჩაანაცვლა სააკაშვილმა ზურაბ მელიქიშვილი მიხეილ მაჭავარიანით? / გაუხმაურებელი სკანდალები ნაციონალური კულუარებიდან?
"ჰოდა, ჩემო ზურაბ, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. მიშამ მოუხაზა მელიქიშვილს, როგორც ძალიან სუსტსა და არაფრისმთქმელ გენსეკს და მისი 4-წლიანი მმართველობა ასე ჩაბარდა ისტორიას. პარტიას კი არჩევნების გაყალბებისა და პარტიულ-მაფიოზური სქემების ავტორი, წარსულში გენსეკობას ნაჩვევი მიხელ მაჭავარიანი ჩაუყენა სათავეში. ამ კაცს რასაც ვერ წაართმევ, ესაა კრიზის-მენეჯმენტის ნიჭი. სააკაშვილმა ზუსტად ის დააბრალა ივანიშვილს, რასაც მთელი წლებია ასე ოსტატურად აკეთებს და დღემდე არც ერთ ოპოზიციონერს არ დაუხვევია ხელზე: შევარდნაძის მუმიები "ნაცმოძრაობაში", ისე როგორც ეს კლასიკურად გამოიყენა სააკაშვილმა, როცა ივანიშვილის გარემოცვას შევარდნაძის მუმიები უწოდა. არადა, მიშას მუმიებიდან ერთ კონკრეტულ პერსონას შეგახსენებთ, რომელიც ამ არჩევნებზე ერთ-ერთი ფლაგმანი იქნება გაყალბების მიმართულებით - ეს გახლავთ კუდ-ის თავკაცი ვაჟა ლილუაშვილი. ის იყო შევარდნაძის გუბერნატორის ლევან მამალაძის პროტეჟე, რომელსაც გივი თარგამაძე მამალაძის მეჯინიბეს ეძახდა...", აღნიშნავს გამოცემა.
"მაგრამ მიხეილს შემდეგ ლილუაშვილი საჩვენებელ ნიმუშად ჰყავდა და გასულ წლებში ტრაბახობდა - გვაძახებენ, რომ შევარდნაძის ნარჩენებს ვებრძვით, აი, ფაქტი, თანამდებობაზე გვყავს ლილუაშვილიო. მიშამ ზუსტად იცის, ვინ რა პოტენციალის მატარებელია, ამიტომაცაა რომ ისტერიკაში ვარდება შევარდნაძის ისეთ მუმიებზე, ვინც თავისი საქმის ექსპერტია. იგივე ლილუაშვილი ქვემო ქართლის საარჩევნო გასაღების მფლობელია და ზუსტად იცის , როგორ წამოიღოს ხმების დიდი ოდენობა ქვემო ქართლიდან. სწორედ ეს იყო მიზეზი მისი ბოლომდე შენარჩუნების. რაც შეეხება ზურაბ მელიქიშვილს, რომელიც ქვემო ქართლის უღიმღამო გუბერნატორი იყო, სააკაშვილმა დროულად აუნთო წითელი, რადგან დღეს ის აღარაფერში გამოადგება", - დასძენს გამოცემა.
"ნაციონალები დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში არიან გადასულები და ამ არჩევნებისთვის ისე ემზადებიან, როგორც არასდროს. ამ ხნის მანძილზე ჩატარებული არჩევნების მონიტორინგს აწარმოებენ და აქცენტებს თბილისის რამდენიმე რაიონზე აკეთებენ - ესაა გლდანი და სამგორი. მთელი ყურადღება კი რეგიონებზეა გადატანილი. სანდო წყაროს ინფორმაციით, ქვემო ქართლზე სააკაშვილი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. ამ რეგიონიდან, ჯამში 14 მანდატს ელოდება, მაჟორიტარულს პლუს პროპორციული. მეტიც, სანდო წყაროს ცნობით, ბაქოში ვიზიტისას სააკაშვილს ალიევისთვის შეუტავაზებია, თუკი მხარს დაგვიჭერთ არჩევნებზე და ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა ხმას მოგვცემს, სანაცვლოდ კულტურულ ავტონომიას მივანიჭებთო - თუ დადასტურდება, ეს მართლაც სკანდალური ინფორმაცია იქნება, თუმცა რეალობასთან ახლოსაა, რადგან ცნობილია, რომ სააკაშვილი გადარჩენისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის ტერიტორიების დაკარგვასა და ქვეყნის დაყოფაზეც", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
"მოკლედ, ეს არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, ფაქტია და ამიტომაც საგანგებოდ ზუსტდება ყველა დეტალი. ნაციონალების რიგებს დატოვებენ უვარგისები, მათ რიგებს შეავსებენ მხოლოდ "ვიშიბალები". ნაციონალური ბირთვის დასუფთავების გარდა, ასევე დაგეგმილია რაიონების გამგებლების მოხსნა და მათ ადგილზე კუდ-ის მაღალი ჩინოვნიკების დანიშვნა. ინფორმირებული წყარო ერთ ძალიან სკანდალურ და გაუხმაურებელ დეტალსაც გვიმხელს - ნაცების ბირთვში საკმაოდ სერიოზული გარჩევებია, რადგან ძალთა გადანაწილების ახალი პროცესი დაიწყო. სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლამდე ხმამაღალი გარჩევა მომხდარა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, სადაც დათა ახალაია და გია უდესიანი მერაბიშვილის მარჯვენა ხელს, ამირან მესხელს დაუპირისპირდნენ, იმასაც ამბობენ რომ უდესიანმა მესხელს ხელი გაარტყა და ახალაიამაც მუშტი მიაყოლაო. ცხადია, ასეთი ხმები უცეცხლოდ არ ჩნდება", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს სკანდალური ინფორმაცია, შესაძლოა ნამდვილიც იყოს, რადგან დათა ახალაიას დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილისგან, ზუგდიდის რეგიონი სწორედ რომ ახალაიებს ჩაჰბარდათ და ისინი აძლევენ სააკაშვილს ზუგდიდის მოგების გარანტიას. ცნობისთვის, ზუგდიდი სწორედ საარჩევნო ეპიცენტრია და არჩევნების მოგებას სწორედ ზუგდიდი განაპირობებს. სააკაშვილი აბალანსებს ვანო მერაბიშვილს, რომლის ძალაუფლება უზომოდაა გაზრდილი და ასევე, სააკაშვილს დღემდე ეპარება ეჭვი ივანიშვილისა და მერაბიშვილის ფარულ მეგობრობაში და თუ პარლამენტში მის გამოსვლასაც გავითვალისწინებთ, სააკაშვილმა შემთხვევით არ გაიხსენა, რომ გაღლეტილი ვანო "კამაზის" მძღოლის შვილია. მოკლედ, სააკაშვილმა პრელუდია გააკეთა, მელიქიშვილი "ნაცმოძრაობის" გესეკობას გამოასალმა, საზოგადოებას კი მერაბიშვილის წარსული შეახსენა. ასეთ ფრაზებს მიხეილი შემთხვევით არ ამბობს. ვინ იქნება შემდეგი ჩამოსალაბორანტებელი, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ფაქტია - ეს არჩევნები დიდი პოლიტიკური კატაკლიზმებით ჩაივლის", - დასძენს სტატიის ავტორ