ჯონდი ბაღათურია სააკაშვილზე ახალ კომპრომატებს აქვეყნებს და “კოლექტიურ მიშას” “ბულდოზერით” ემუქრება!

ჯონდი ბაღათურია სააკაშვილზე ახალ კომპრომატებს აქვეყნებს და “კოლექტიურ მიშას” “ბულდოზერით” ემუქრება!

“ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან!” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელის მხარდასაჭერადაც იპოდრომზე აურაცხელი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ... “ქაჯები”, ანუ “ნაციონალები” არ წავიდნენ... “მიშა, მოვდივარ!” - დაემუქრა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან გაჩეჩილაძე მიხელ სააკაშვილს, მაგრამ... ეს მუქარაც ამაო აღმოჩნდა... მერე?.. მერე, იყო ე.წ. აპრილის პროტესტი და საკნები რუსთაველზე, მაგრამ... ამანაც “ჩაილურის წყალი” დალია... და სწორედ მაშინ, როცა არავინ ელოდა და სწორედ მან, ვისგანაც ვერავინ წარმოიდგენდა, პრეზიდენტი გააქცია. ყოველ შემთხვევაში, “ქართული დასის” ლიდერის გამოსვლისას, სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა!.. ასე იქცა ჯონდი ბაღათურია თანამედროვე მითოსის გმირად. “ყურადღება, პარლამენტო, სწორდი! რის ლავროვი, რის - რაისი კონდი? არც კრემლი და არც - სოროსის ფონდი, საქართველოს გადაარჩენს ჯონდი!” - წერენ სოციალურ ქსელებში... ჯონდი ბაღათურიასთან პოლიტიკური რანდევუც, ცხადია, ამ მითოსით დავიწყე...  

    
ჯონდითანამედროვე მითოსის გმირი ხარასემაგალითადსოციალურ ქსელებში შენზე ლექსებსწერენ და ამტკიცებენსაქართველოს გადაარჩენს ჯონდიო...
- მესმის, რომ ემოციური ფონია, მაგრამ საქართველოს ღმერთი გადაარჩენს!..

კი ბატონომაგრამ შენდამი ხალხის გაზრდილ ყურადღებას ხომ გრძნობ?
- რა თქმა უნდა, თუმცა ხალხისგან შეშფოთებასაც ვგრძნობ, რაც დამაფიქრებელია.

ანუმოსახლეობას ეშინიარომ რამე არ დაგემართოს?
- დიახ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი სრულიად განადგურებულია, ანუ ხალხს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და შეუძლია, პოლიტიკური ოპონენტი ფიზიკურად გაანადგუროს.

გამორიცხავრომ პროვოკაცია შენან შენს ვაჟს მოუწყონ?
- გამორიცხვა არაფრის შეიძლება, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, ვფრთხილობ, თუმცა მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტია, თან უმოქმედობის ფუფუნება არ გვაქვს.

მუქარას თავი რომ დავანებოთპრეზიდენტმა პატივი და ღირსება შეგილახაანუ მარტივად რომვთქვაშეურაცხყოფა მოგაყენაარ აპირებუჩივლო?
- ჯერ ერთი, სააკაშვილმა შეურაცხყოფა საკუთარ თავსა და აღზრდას მიაყენა. მეორეც, პასუხი, მართალია, კორექტული, მაგრამ ჩემგანაც მიიღო და ამ თავლსაზრსით, როგორც იტყვიან, ბარი ბარში ვართ. ბოლოს და ბოლოს, დარბაზიდან გაიქცა!.. ვანო, სიმართლე გითხრა, ამის გამო რევანშის განცდა არ მაქვს...

რევანშის არამაგრამ სიამაყის განცდა აუცილებლად გექნებარადგან ისრაც თავის დროზე,მაგალითადსალომე ზურაბიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ ვერ გააკეთესჯონდი ბაღათურიამ ერთიფურცლის აქნევით გააკეთე... სხვათა შორისშენგან ამას არავინ ელოდა...
- მოდი, ასე ვთქვათ: ადამიანი გეგმავს, უფალი კი, განაგებს. თავის დროზე ლევანმა და სხვებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს და რეჟიმი შეარყიეს. ამიტომ, არ შემიძლია, რომ ჩემი კოლეგების მუშაობა არ დავაფასო, თუმცა არ მინდა, ყალბი ვიყო და გულწრფელად გეტყვი, რომ სააკაშვილის გაქცევით კმაყოფილი დავრჩი... 

სააკაშვილი სკამიდან რომ წამოდგა და მიხვდიდარბაზს ტოვებდარა იგრძენი?
- თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ სკამიდან რომ ადგა, მაშინვე ჩემში პოლიტიკოსი დაბრუნდა და წამოვიძახე, პრეზდენტი გაიქცა-მეთქი.

ამის შემდეგ დიპლომატებს შეხვდიხმა დადისამერიკის ელჩმა ჯონდისგან ის დოკუმენტებიმოითხოვარომელიც პარლამენტში ააფრიალაო...
- ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, თუმცა პარასკევს, 9 მარტს დიპკორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას ვგეგმავ და მათ გავაცნობ გეგმას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ოჯახის შავ ბიზნეს-საქმიანობას შეისწავლის. ამასთან, დიპლომატებს იმ დოკუმენტებსაც გადავცემ, რომლებსაც ტრიბუნიდან ვაფრიალებდი და საკუთარი თვალით წაიკითხავენ...

რას?
- იმას, რომ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მისი და მისი ოჯახის წევრთა ოჯახის საკუთრებაში გადადის. ამასთან, ჩვენ გვაქვს ორი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს მისმა ოჯახმა “ქართუსგან” საჩუქრად 456 ათასი, 2010 წელს კი, 644 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ეს თანხები დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს, რაც კორუფციაა.

ჯონდიჯერ ერთიშენი იდეა იყორომ სააკაშვილისთვის მისივე ქონებრივი დეკლარაციააგეფრიალებინა დამეორეცპრეზიდენტი პარლამენტში შარშანაც იყო და კომპრომატები მაშინრატომ არ გამოამზეურე?
- სააკაშვილის დეკლარაციის ნახვა “ქართუს”, ასე ვთქვათ, ეპიზოდის გამო გადავწყვიტე... მოკლედ, იდეა ჩემი იყო, თუმცა დოკუმენტებზე პარტიის აპარატი და ექსპერტები მუშაობდნენ.

წარმოდგენილი გქონდაპრეზიდენტს როგორი რეაქცია ექნებოდა?
- კი, სავარაუდო რეაქცია წარმოდგენილი მქონდა, ანუ ველოდი, რომ დარბაზში ყვირილი და ფეხების ბაკუნი ატყდებოდა, მაგრამ გაქცევას, უზრდელობის ასეთ ხარისხსა და მუქრას არ ველოდი.

მართალიაუმრავლესობის წევრებმა შენი “დასამარება” სცადეს და “ეთნოგრაფიული იშვიათობაცგიწოდესმაგრამ ერთ მათგანსაც კი არ უთქვამსჯონდი იტყუებაოსამაგიეროდგიორგიცაგარეიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მტკიცება დაიწყესეს ვანო მერაბიშვილისსახლი არაა და ცაგარეიშვილი ცრუობსო...
- იცი, რა არის? უმრავლესობა, პრინციპში, პარალიზებული და შოკირებული იყო. როგორც კი პრეზიდენტი გაიქცა, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა და უმრავლესობა დაიბნა, რადგან არ იცოდა, პრეზიდენტი საერთოდ გაიქცა თუ დაბრუნდებოდა. წარმოდგენილი დოკუმენტი იმდენად დამაჯერებელია, რომ ამაზე კამათი უაზროდ ჩათვალეს და, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რომ მიშას გული მოეგოთ... სხვათა შორის, ამ დოკუმენტებზე კონფიდენციალურად ვმუშაობდი, რომ ინფორმაცია არ გასულიყო, თუმცა ვინც პოლიტიკის ანბანი იცის, უნდა მიმხვდარიყო, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლამდე, მთელი სამი კვირის განმავლობაში, აქციებს ხან “სოკართან” ვმართავდით, ხან - სად და ხან - სად, ანუ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლისთვის ფონს ვამზადებდი...

მოკლედასეა თუ ისეპოლიტიკური შოუ შედგა!
- კი, შედგა!
ისემეხსიერება თუ არ მღალატობსშენსა და სააკაშვილს შორის ეს პირველი შოუა არ იყო...
ალბათ, გინდოდა გეთქვა, დაპირისპირებაო...

კარგიასე იყოს... ჯერ კიდევ მაშინროცა “მოქკავშირის” სახე იყოსააკაშვილსეროვნულ-დემოკრატებთან” ინციდენტი მოუვიდამაშინ შენ “ედპ”- სახე იყავი და ითქვაყველაფერამის “ატამანი” ჯონდი იყოო...
- სიცრუეა! მაშინ ცდილობდნენ, რომ რაღაც იაფფასიანი პიარი აეგორებინათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ სიცრუე იყო და გაჩერდნენ, თუმცა ჩემსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. საერთოდ, მთელი ცხოვრება “კოლექტიურ მიშას”, ანუ ადამიანთა ისეთ კატეგორიას ვებრძვი, რომელსაც უნდა, რომ სხვა დაჩაგროს. ადრე ამას მექანიკურად ვაკეთებდი, პოლიტკაში კი, - გაცნობიერებულად.

ჯონდი ბაღათურიაროგორც პოლიტიკოსიშენი აზრითგაიზარდა?
- ამაზე ლაპარაკი მეუხერხულება, თუმცა ვგრძნობ, რომ ხალხის მხარდაჭერა გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, “ქართული დასი” არჩევნებში დამოუკიდებლად რომ გავიდესსაარჩევნობარიერის გადალახვას შეძლებს?
- “ქართული დასი” არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი პარტიაა. განსაკუთრებით კარგი, ასე ვთქვათ, განფენილობა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში გვაქვს.

ალბათხვდებისაუბარი საითკენაც მიმყავს...
- რეიტინგებისკენ?

არა... ივანიშვილის კოალიციიდან შემოთავაზება გექნებაანუ როგორც “ნაციონალები” იტყოდნენ,შუშის სასახლეში კასტინგი კარგად გაიარეისემე რომ ჯონდი ვიყო და კოალიციაში გაწევრიანებაზეშემოთავაზება მიმეღოუარს ვიტყოდიამით ჩემი რეიტინგი უფრო გაიზრდებოდა და...
- ვანო, იცი რაშია საქმე? როცა ქვეყანა უფსკრულის პირასაა, პირად რეიტინგსა და პიარზე ზრუნვა, ვფიქრობ, გამართლებული არაა. საერთოდ, რეიტინგი მარტის ამინდივით იცვლება. ამიტომ, მთავარი სიმართლე და გულწრფელობაა. ასეთ დროს უფლის შემწეობაც გექნება... ჩემი და “ქართული დასის” მტკიცე და პრაგმატული პოზიციაა, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. “ქართული დასი” ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, ანუ საარჩევნოდ დიდი “ოპოზიციური ბულდოზერი” ჩამოყალიბდეს, რომელიც “ნაცმოძრაობას” მიაწვება და პოლიტიკურ ასპარეზსს მისგან გაწმენდს!

ის, რაც პარლამენტში მოხდა, მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას კი არა, ყველას გამარჯვება იყო - მიშა ჯონდის კი არა, საქართველოს გაექცა! ახლა, მნიშვნელოვან თემაზე გადავალ - წავა თუ არა მიშა? ეს უსუსურების შეკითხვაა...

ისემიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შენი “მხილების” მერე თქვაარ წავალო...
- თუ არ გააგდე, არ წავა! მიშა ახალგაზრდაა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ბიუჯეტი საარჩევნო ყულაბად აქვს “მოგდებული” და კარგად ორგანიზებული ძალოვანი სტრუქტურა ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას არ დათმობს და საამისოდ “ოპოზიციური ბულდოზერია” საჭირო!

ბულდოზერი” გასაგებიამაგრამ ისიც ფაქტიარომ ამ “ბულდოზერმა” ოდიოზური ნაბიჯები არუნდა გადადგას!.. რაც შეეხება შენგან ხსენებულ ანტიკორუფციულ საპარლამენტო კომისიასმხოლოდპრეზიდენტის საქმიანობას შეისწავლის თუ მთელი მმართველი ელიტის?
- კომისია მიშას და მისი გარემოცვის საქმიანობას შეიწსავლის.

გარემოცავში” კონკრეტულად ვინ იგულისხმება?
- ვიდრე ხელში დოკუმენტები არ მეჭირება, ვერ ვილაპარაკებ, - ეს ჩემი პრინციპია. ამჟამად მაქვს ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებულ კორუფციაზე.

.სახელმძღვანელოების ბიზნესს გულისხმობ?
- არა მხოლოდ... ინფორმაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიაზეც გვაქვს... განათლების სისტემაში არსებულ კორუფციული სქემის ერთ მაგალითს გეტყვით: ამ სფეროს მესვეურები კერძო სკოლებს ქმნიან, მერე, ოპტიმიზაციის მოტივით, ამ კერძო სკოლების ახლო-მახლო მდებარე საჯარო სკოლებს აუქმებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, სწავლა კერძო სკოლებში გააგრძელონ. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, საქართველოში 3174 საჯარო სკოლა იყო და აქედან ათასზე მეტი, ანუ ყოველი მესამე სკოლა დახურეს და ეს, პრაქტიკულად, განათლების სისტემის კოლაფსია. 112 ათასი ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი, რადგან ან სწავლის გადასახადს ვერ იხიდის, ან რელიეფის გამო, შორ მანძილზე ვერ დადის. ვანო, ხვდები, როგორი ბინძური საქმეა? ამ სქემაში სახელები და გვარები გვაქვს, მაგალითად, გოროზიას ძმა, მისი სიმამრი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ...

გასაგებიარომ ამ დოკუმენტებს დიპკორპუსს გადასცემმაგრამ რატომ გგონიარომ ელჩებიდაგიჯერებენ?
- აშშ-სთვის კორუფცია სამარცხვინოა! ჩემი გამოსვლა მიშასთვის მომაკვდინებელი დარტყმა სწორედ ამიტომ იყო, ანუ კაბინეტურ შეხვედრებზე ამერიკელებს უხსნის, ზოგჯერ დემოკრატიული ღირებულებების გვერდზე გაწვევა გვიწევს, რადგან მეზობელი რუსეთია, მაგრამ იმაზე, რომ გამდიდრდა, არგუმენტები არ არსებობს. აშშ-ში ჩასული თავს იწონებს ხოლმე, კორუფცია გავანადგურეთო და ამ დროს პარლამენტის ტრიბუნიდან, დიპკორპუსის თანდასწრებით ვთქვი, რომ სააკაშვილმა და მისმა კლანმა კორუფციის პრივატიზება მოახდინა. 

ხმა დადისჯონ ბასმა თქვახელისუფლების თარჯიმანი არ მჭირდებაყველაფერსრაც პარლამენტშიხდებაჩემი თარჯიმანი მითარგმნისო...
- არ ვიცი...

ამასე ვთქვათინციდენტის შემდეგ უმრავლესობის წევრებს შეხვდი?
- კი, სხდომათა დარბაზში და შეცვლილები არიან. ზოგიერთს მოსალმებისას შიშიც შევატყვე, ანუ არ უნდათ, გაუგონ, რომ მომესალმა...

ისეტალახის აბაზანა ოდესმე მიგიღია?
- სხვათა შორის, არა... პრეზიდენტი ისე სამარცხვინოთ მოიქცა, რომ ისიც კი, ვისაც ტალახის აბაზანები მართლა სჭირდება, მათ მიღებაზე ცოტა ხანს, ალბათ, უარს იტყვის!  
სხვათა შორის, მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რუსეთში ემისრებს აგზავნის და ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ანუ არსებობს ეჭვი, რომ რუსებს რამე ანტისახელმწიფოებრივს სთავაზობს, თუმცა ეს, ვიმეორებ, მხოლოდ ეჭვია...