ჩვენი გაზეთის მკითხველს საშუალება აქვს ექსკლუზიურად გაეცნოს ბათუმში დაგეგმილი სულთან აზიზიეს სახელობის ჯამის კომპიუტერულ პროექტს, ეს არის მაკეტი, რომელიც სულ მალე შეიძლება რეალობად იქცეს...
მეჩეთის შენობა იმდენად გრანდიოზულია, რომ მას ბათუმში ძალიან დიდი ფართობი დასჭირდება და აშენების შემთხვევაში, რამდენიმე მილიარდი დაჯდება. წარმოდგენილი მაკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არა ერთი კონკრეტული ჯამე, არამედ მთელი სამლოცველო კომპლექსია, რაც თვით მუსლიმანურ ქვეყნებშიც კი იშვიათად გვხვდება. გვინდა აქვე დავადასტუროთ ჩვენი პატივისცემა ყველა აღმსარებლობისადმი, მაგრამ იმთავითვე ვთქვათ, ამის სურვილი თვით მრევლიდან უნდა მოდიოდეს და არა სახელმწიფო ხელისუფლებიდან. ვერ გეტყვით, ვის მოუვიდა თავში ჩვენს ქალაქში მსგავსი კომპლექსის აშენების აუცილებლობა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, როგორც ჩანს, მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება არაფერს ზოგავს ქრისტიანულ ქვეყნებში საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად… კარგად დააკვირდით წარმოდგენილ მაკეტს და დაასკვენით მკითხველო, ღირს თუ არა უცხო მიწაზე ჩვენთვის არარსებული ოშკის აღდგენის სანაცვლოდ საკუთარ მიიწაზე ამხელა მსხვერპლის გაღება? |