ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფს ლევან ყიფიანი უხელმძღვანელებს - "80% ჩვენ გვიჭერს მხარს... იქით ვართ მიმართულები, რომ ეს შიშის სინდრომი დავძლიოთ"
"საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფს ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყიფიანი ჩაუდგა სათავეში. ჯგუფში გაერთიანებული არიან სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები: ევროპისა და სსრკ-ს სამგზის ჩემპიონი კრივში დავით კვაჭაძე, სპორტის საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის ხელბურთის დელეგატი თამაზ თევზაძე, სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს ჩემპიონი ოლეგ იაძე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი სამბოში, მეორე საუკუნის საუკეთესო სამბისტი საქართველოში იოსებ მაღალაშვილი, უიმბლდონის ფინალისტი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ჩვენი ფეხბურთის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი, ევროპისა და სსრკ კავშირის ორგზის ჩემპიონი აფროსნობაში გურამ ბიგანიშვილი, სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი, ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ზურაბ გრძელიძე, ევროპის რეგიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი რამაზ სანებლიძე, საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავრი მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლევან ყიფიანი: ქართული სპორტი კატასტროფის წინაშეა.
"საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" შეიქმნა სპორტის ჯგუფი ამ ჯგუფში გამოჩენილი და საზოგადოების მხრიდან დაფასებული, თუმცა
ხელისუფლების მხრიდან დაუფასებელი ადამიანები არიან გაერთიანებულნი. ეს ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, პორ პირველ რიგში სპორტის განვითარების რეალური სურათი დადოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ვისაც სურს, შეუძლია მოვიდეს და დაესწროს ჩვენს შეხვედრებს. ქართული სპორტი კატასტროფის წინაშეა და თუ დროზე არ მოხდება ცვლილებები, არაფერი არ მოგვარდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ყიფიანი.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო ფეხბურთით არ უნდა შემოვიფარგლოთ - აქ უნდა მოხდეს გლობალურად სპორტის მიმართულებით ცვლილებები. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სპორტის სხვადასხვა დარგი გაერთიანდეს, რათა ვილაპარაკოთ ერთ ენაზე - საერთოდ სპორტის განვითარებაზე და შემდგომ სპორტის ყველა სახეობის მიხედვით რეალურად რა პრობლემებია. აღარ ვამბობ იმაზე, რომ არის არათავისუფალი გარემო - ყველა ძირითად ფედერაციაში "ნაციონალური მოძრაობისა" და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.... ეს არის წმინდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სპორტსმენებისა და პიროვნებების ტავისუფალი საზოგადოებრივი ჩართულობა. ჩვენ მალე დავდებთ კონცეფციას, რომელიშიც იქნება ასახული სტრატეგიული მიმართულებები, როგორი უნდა იყოს სპორტი ფა როგორ უნდა მუშაობდეს იგი სისტემურად. ვინ როგორ განახორცირლრბს და რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვაჩვენებს", - დასძენს ლევან ყიფიანი.
"დღითიდღე გვემატებიან, ძალიან ბევრი მსურველია. ზოგი ფედერაციებში მუშაობს და თანადგომას გვიცხადებენ. ალბათ, დრო სჭირდება, რომ ყველამ თავისი ნება გამოხატოს. ის არანორმალური ზეწოლა, რომელიც დღეს ხორციელდება, კერძოდ, სპორტსმენებზე, ალბათ სადმე გაწყდება და ჩვეულებრივად მიეცემათ იმის საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი.. ჩვენი მტავარი მიზანია, წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანები გავათავისუფლოთ. ფაქტორივად, 80% მხარს ჩვენ გვიჭერს. რა თქმა უნდა, არსებობს შიშის ფაქტორიც, სწორედ იქითკენ ვართ მიმართულები, რომ ეს შიშის სინდრომი დავძლიოთ, რომ ხალხს თავისუფლად შეეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება", - მიიჩნევს რესპონდენტი.